რუსეთმა ქვედანაყოფების გასაძლიერებლად უკრაინაში ტამბოვიდან 400 პატიმარი გაგზავნა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ჯარების გასაძლიერებლად რუსეთმა ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში 400 პატიმარი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.

,,გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება რეგიონალური მოხალისეთა ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად”, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მსგავსი თემები