„აღმოჩენილია ე.წ. წამების ოთახები და მოწყობილობები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ხარკოვის იმ დასახლებებში, რომლების ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, აღმოჩენილია წამების ოთახები და იარაღები.

„იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის განთავისუფლებულ რაიონებში, სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ინფორმაციას უკრაინის პროკურატურაც ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით, დატყვევებული უკრაინელების წამება „სახალხო მილიციის“ სარდაფში ხდებოდა, რომელიც სწორედ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს.

 

მსგავსი თემები