უკრაინის ნავსადგურებიდან მარცვლეულით დატვირთული გემები გავიდნენ

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ნავსადგურიდან მარცვლეულით დატვირთული გემები გადიან.

„18 სექტემბერს უკრაინის პორტებიდან 169.3 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 10 გემის აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით გასვლა იგეგმებოდა. ნავსადგურები 8 გემმა დატოვა, კიდევ 2 ელოდება თავის რიგს და ხელსაყრელ პირობებს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

დღემდე უკრაინიდან გასულია მარცვლეულით დატვირთული 165 გემი.

 

მსგავსი თემები