ესტონეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთისთვის დათმობა არ შეიძლება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ მოსკოვის მიზანი  დაშინების საშუალებით საკუთარი  იმპერიული მიზნის რეალიზებაა. მისივე შეფასებით, რუსეთისთვის დათმობა არ შეიძლება.

პრემიერის აზრით, რუსეთთან მნიშვნელოვანია ოთხი პრინციპის დაცვა:

·         უკრაინის უპირობო მხარდაჭერა და სამხედრო დახმარების გაზრდა;

·         რუსეთის პასუხისგება სამხედრო დანაშაულებისთვის;

·         სანქციების გამკაცრება და რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის უზრუნველყოფა;

·         ნატოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საიმედო თავდაცვა.

მსგავსი თემები