ზელენსკი არ გამორიცხავს, ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური არხებით მოხდეს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი დაბრუნების და დეოკუპაციის შესაძლებლობა არსებობს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ერთ-ერთი საშუალება დიპლომატიური არხებია.

„ყირიმი უნდა დაბრუნდეს, სხვა გამოსავალი არ არის. აუცილებელია, მოხდეს ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლებელია, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. უკრაინა და უკრაინელები ამ ვარიანტს უფრო ემხრობიან“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

 

მსგავსი თემები