„უკრაინაში რუსი სამხედროების 85% იბრძვის, მაგრამ ისინი ძველმოდურად იბრძვიან“ – ნატოს ადმირალი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის,  რობ ბაუერის ინფორმაციით, რუსი სამხედროების 85% უკრაინაში და რუსეთს სამხედრო ძალების უფრო მეტად გაზრდა არ შეუძლია. მისივე შეფასებით, რუსეთს საყოველთაო მობილიზაცია ომის გამოცხადების გარეშე არ შეუძლია.

„ვხედავთ, რომ უკრაინაში შედის ჯარის შეზღუდული რაოდენობა. მათი  მომზადების დონე არც თუ ისე მაღალია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინელები  წარმატებულები არიან, არის ის, რომ რუსები ძალიან ძველმოდურად იბრძვიან. ყველა რუსული ქვედანაყოფი თავის დავალებას უმაღლესი ხელისუფლებისგან იღებს. უკრაინელები ისე სწრაფად დაწინაურდნენ, რომ რუსებს არ მიუღიათ ახალი ბრძანება და უკან დახევა მოუწიათ“, – აღნიშნავს ბაუერი.

 

 

მსგავსი თემები