„სანქციებმა რუსეთს დაარტყა, თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლია დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის წარმოება“ – ნატო

„რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი სამრეწველო ბაზა. შეუძლიათ ბევრი საბრძოლო მასალის წარმოება. მათ ჯერ კიდევ შემორჩათ ბევრი საბრძოლო მასალა“, – აცხადებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერი, რომელსაც როიტერი ავრცელებს.

მისი შეფასებით, მსოფლიო ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით, იარაღის მხრივ პრობლემები არ შექმნილა.

„სულ უფრო და უფრო ეშლებათ ხელი სანქციებით, რადგან კომპონენტების ნაწილი, რომლებიც მათ იარაღისთვის სჭირდებათ დასავლური წარმოებისაა. ვხედავთ ამის პირველ სერიოზულ ნიშნებს მათი წარმოების უნარის თვალსაზრისით, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების ჩანაცვლებასთან და უფრო მოწინავე იარაღთან დაკავშირებით. თუმცა, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაოდ დიდი სამრეწველო ბაზისი. შეუძლიათ ბევრი საბრძოლო მასალის წარმოება და მათ ჯერ კიდევ აქვთ ბევრი საბრძოლო მასალა“, – აღნიშნავს ბაუერი.

მსგავსი თემები