კიკეთში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებისას ორი ქალი დაიჭრა

კიკეთში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ქალი  “ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. არიან სხვა დაჭრილებიც,  ერთი დაჭრილი კი გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, დამნაშავე იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს ისი დაკავების ოპერაცია.

მომხდარ დანაშაულზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. კერძოდ, 19-109-ე და 236-ე მუხლებით, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

მსგავსი თემები