კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები

კიკეთში სროლა იყო. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაპირისპირებაში მონაწილე ერთი პირი იდენთიფიცირებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.

 

მსგავსი თემები