რუსეთის მიერ ჩუგუევის დაბომბვას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ჩუგუევში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, 11 წლის გოგონა  ემსხვერპლა.

სინებუგოვის ინფორმაციით,  გოგონა საავადმყოფოში დაიღუპა.

,,რუსული ტერორისგან უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. სამწუხაროდ, ჩუგუევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 წლის გოგონა მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა”, – განაცხადა სინებუგოვმა.

მსგავსი თემები