იზიუმის მასობრივ სამარხში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ აღმოჩენილ მასობრივ სამარხში, ბავშვის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი 6 წლის ოლესია სპელტაკოვაა. ამასთან, საერთო სამარხში ოლესიას დედის, მამის, დის და ბებია-ბაბუის ცხედრებიც იპოვეს.

,,ხარკოვის რეგიონის ახალგაზრდა მაცხოვრებელს ჰქონდა საკუთარი ინტერესები და ოცნებები. მას სურდა თამაში, სამყაროს შესწავლა, სწავლა. მაგრამ რუსეთიდან არსებები მოვიდნენ მის სახლში. იზიუმის მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს ოლესიას, მისი დედის და 400 სხვა ადამიანის ცხედარი. თუ ეს გენოციდი არ არის, მაშინ რა არის?”- წერს ანტონ გერაშენკო.

მსგავსი თემები