,,უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 1.5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. შმიგალი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობას უხდის.

,,უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ეს თანხა აშშ-ის ბოლო დახმარების, $4.5 მილიარდი ნაწილია, რომელიც ამერიკამ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან მიიღო. თანხები მოხმარდება საპენსიო გადასახადებისა და სოციალური დახმარების პროგრამებზე ბიუჯეტის ხარჯების ანაზღაურებას. მადლობელი ვართ პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის”, – წერს შმიგალი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”.

მსგავსი თემები