ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც “იმედინიუსი” წერს, ზაალიშვილის განცხადებით, სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული.  ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

ცნობისთვის, საქმე ეხება TV პირველის ეთერში 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტს, რომლის ავტორიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა. სიუჟეტი თეატრალური უნივერსიტეტის მიერ, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომების გაცემას შეეხებოდა.

მსგავსი თემები