,,აწამეს და სიკვდილით დასაჯეს – დაკრძალულთა შორის არიან ბავშვებიც“ – იზიუმის მასობრივ სამარხში ნაპოვნ ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ

ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ცხედრების 99%-ს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აღენიშნება.

სინეგუბოვის განცხადებით, რამდენიმე ცხედარს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული.

„აშკარაა, რომ ეს ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. დაკრძალულთა შორის არიან ბავშვებიც“, – აღნიშნავს სინეგუბოვი.

რუსებისგან გათავისუფლებულ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი ცხედარია დამარხული.

მსგავსი თემები