,,კუპიანსკში ოკუპანტებს შრი-ლანკის 7 მოქალაქე სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის რუსეთისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე ადგილი აღმოაჩინეს, სადაც რუს სამხედროებს მოქალაქეები ჩაკეტილი ჰყავდათ.

16 სექტემბერს გავრცელებულ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, გათავისუფლებულ ადამიანებს შორის შრი-ლანკის 7 მოქალაქეა.

„ხარკოვის ოლქში რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპოვეს წამების კამერები, რომლებშიც შეურაცხყოფა მიაყენეს ოკუპირებული ქალაქებისა და დაბების მშვიდობიან მცხოვრებლებს, ოთახები, რომლებშიც ადამიანები – უცხოელებიც კი იმყოფებოდნენ. კერძოდ, შრი-ლანკის რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე, კუპიანის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ჯერ კიდევ მარტში ისინი რუსმა ჯარისკაცებმა შეიპყრეს, მოგვიანებით კი სარდაფში ჩაკეტეს”- ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მსგავსი თემები