ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ამგვარი ქმედებები ომის სახეს შეცვლის და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

„არ გააკეთოთ ეს“, – აღნიშნა  ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ განუმარტავს, რა რეაგირება ექნება აშშ-ს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი  ქიმიურ ან ტაქტიკუ იარაღს გამოიყენებს.

„თქვენ ფიქრობთ მე გეტყვით, რა იქნება ზუსტად? რა თქმა უნდა, მე არ გეტყვით. ამას ექნება შედეგები. ისინი გახდებიან კიდევ უფრო გარიყულები მსოფლიოში, როგორც არასდროს და იმის მასშტაბების მიხედვით, თუ რას გააკეთებენ, განისაზღვრება, რა პასუხი იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები