„ნაპოვნია საწამებელი ოთახები, გათავისუფლებულია უცხოელი ტყვეები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსების მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის გათავისუფლების შემდეგ, ის 7 უცხოელი ტყვეც გაათავისუფლეს, რომელიც რუსებს ჰყავდათ დაკავებული.

„ხარკოვის ოლქში, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რაიონებში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ფიქსირდება რაშისტების ყველა დანაშაული, გროვდება მათი ბრალეულობის მტკიცებულებები. ნაპოვნია საწამებელი ოთახები, სადაც შეურაცხყოფდნენ ოკუპირებული ქალაქების და სოფლების მშვიდობიან მცხოვრებლებს, დაწესებულებები, რომლებშიც დაკავებული ჰყავდათ ადამიანები. დაკავებულებს შორის იყვნენ უცხოელებიც. მაგალითად, შრი-ლანკის შვიდი მოქალაქე, კუპიანსკის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ჯერ კიდევ მარტში ისინი დააკავეს რუსმა სამხედროებმა და შემდგომ სარდაფში ჰყავდათ დატყვევებული. მხოლოდ ახლა, ხარკოვის გათავისუფლების შემდეგ, ეს ადამიანები გადაარჩინეს. მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში.

 

მსგავსი თემები