უკრაინის პრეზიდენტი გაეროს სესიაზე სიტყვით გამოვა

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი გაეროს 77-ე სესიის მონაწილეებს ვირტუალურად მიმართავს. პრეზიდენტი უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრებს და იმ საჭიროებებსაც დაასახელებს, რაც დღეს უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.

ზელენსკის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას ვირტუალურად მიმართვასთან დაკავშირებით კენჭისყრაც გაიმართა. მას მხარი 101-მა  ქვეყანამ დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო,  19-მა კი თავი შეიკავა.

წინააღმდეგი ქვეყნები იყვნენ: რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა, სირია და კუბა. ჩინეთმა კი თავი შეიკავა.

ასამბლეა კი 20-26 სექტემბერს ჩატარდება.

 

მსგავსი თემები