„ჩვენ მხოლოდ რუსეთის არმიის ნაწილით, საკონტრაქტო ნაწილით ვიბრძვით“, –  პუტინი უკრაინაზე

პუტინის განცხადებით, რუსეთს უკრაინაზე იერიში სრული ძალებით არ მიუტანია და მხოლოდ არმიის ნაწილით იბრძვის. აღნიშნული განცხადება მან უზბეკეთში, სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა,

„კიევის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს და ატარებენ აქტიურ კონტრშეტევით ოპერაციას. ვნახოთ, როგორ განვითარდება და რით დასრულდება ის. ჩვენი მიზანი დონბასის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებაა. ეს სამუშაო გრძელდება, უკრაინის არმიის კონტრშეტევის ყველა მცდელობის მიუხედავად. ჩვენი შეტევითი ოპერაციები დონბასში არ წყდება, ისინი მიმდინარეობს. მიმდინარეობს არა დიდი ტემპით, თუმცა თანმიმდევრულად, ეტაპობრივად რუსული არმია იკავებს ახალ-ახალ ტერიტორიებს. მე ყურადღებას გავამახვილებ, რომ ჩვენ ხომ არასრული არმიით ვიბრძვით, ჩვენ მხოლოდ რუსეთის არმიის ნაწილით, საკონტრაქტო ნაწილით ვიბრძვით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მსგავსი თემები