რუსეთი სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგოკრიზისის დასაძლევად,  სანქციებისგან გაათავისუფლოს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“.

„ყველაფერი თუ ასე მძიმედ არის, აიღეთ და მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი, მხოლოდ ღილაკის დაჭერაა საჭირო და წავიდა“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა უზბეკეთში გამართულ პრესკონფერენციაზე .

მან მსოფლიოში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა.

„თავად იფიქრონ იმაზე, ვინ რაშია დამნაშავე და ნუ გვაბრალებენ ჩვენ თავიანთ შეცდომებს“ – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები