უკრაინა რუსეთს გარიგებას სთავაზობს

​ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინთან სალაპარაკოდ არ დაჯდება, თუმცა, ერთ საკითხზე, თანახმაა გარიგება შედგეს.

უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან“ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს.

„წინააღმდეგი ვარ, ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები