უკრაინაში მასობრივი სამარხების აღმოჩენით ევროკავშირიც შოკირებულია

უკრაინის ქალაქ იზიუმში, რუსების მიერ დახოცილი უკრაინელების სამარხების აღმოჩენით ევროკავშირი ღრმად შოკირებულია.

„ევროკავშირი ღრმად შოკირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი მასობრივი სამარხით. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს მთელ უკრაინაში“, – განაცხადა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე შეფასებით, რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის, პირი ვინც ჩართულია უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმდინარე დარღვევებში, პასუხს აგებენ.

 

მსგავსი თემები