შანხაის სამიტის მონაწილეებმა დეკლარაციას ხელი მოაწერეს

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის მონაწილეებმა სამარყანდის დეკლარაცია გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით,  ტერორიზმის. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით   ერთობლივი ღონისძიებები განხორციელდება.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ 2023 წელი ტურიზმის წლად გამოაცხადა. დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნები ადასტურებენ, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ და ღიაა ფართო თანამშრომლობისთვის. წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ კოსმოსის დაცვას ნებისმიერი სახის იარაღისგან და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეჟიმის მკაცრი დაცვა.

შეგახსენებთ, რომ სამიტის მონაწლეებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და ლუკაშენკო. მათ ინდივიდუალური შეხვედრებიც გამართეს, სადაც არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ.

თურქეთი რუსულ გაზს რუბლში შეისყიდის  

 

 

 

მსგავსი თემები