“ავიცრათ თუ არა, ჩვენი უფლებაა!” – მანიფესტი აცრების წინააღმდეგ


​განმეორებითი და იძულებითი აცრების წინააღმდეგ მოქალაქეები მანიფესტს აქვეყნებენ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავენ, “შეწყვიტონ მუქარა, რომ აცრების გამო სტუდენტებს სტატუსი შეუწყდებათ”.  

მათივე თქმით, ხშირად ადამიანი ვაქცინის მიმართ ალერგიულია, ან პოლიკლინიკის არქივი, სადაც წლების წინ აქვს ჩატარებული აცრა, განადგურებულია.

“არა იძულებით აცრებს!
ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ ზრდასრულმა ადამიანებმა, ავიცრათ თუ არა ეს ჩვენი უფლებაა. ზოგ ადამიანს მოხდილი აქვს წითელა ან აცრა ისეთ კლინიკაში აქვს ჩატარებული, რომელის არქივიც განადგურებულია და ჩანაწერები არ მოიძებნება, ან ალერგია აქვს ზოგს წამალზე, ამიტომ იძულება ყოვლად მიუღებელია და მუქარა რომ შეგვიწყდება სტუდენტის სტატუსი. ეს არის ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა და დაუყოვნებლივ აღკვეთილი უნდა იყოს. ეს ჩვენი უფლებაა!”, – აცხადებს მანიფესტის ავტორი გიორგი მირიანაშვილი. 

მანიფესტს ხელს ამ დროისთვის, 525 ადამიანი აწერს. 

მსგავსი თემები