პუტინის განცხადებით, რუსეთს პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით შეუძლია

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და მათ შორის იყო რუსეთში სურსათის ექსპორტის თემა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, ამ საკითხის მოგვარება თურქეთის გავლით არის შესაძლებელი.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს შესაბამისი სიგნალები, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლითაც. ვგულისხმობ, რომ თურქეთი საიმედო პარტნიორია ამ მხრივ და შეუძლია უზრუნველყოს თავისი ტერიტორიით საიმედო მიწოდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნებში, რადგან ჩვენ ძირითადად იქ ვყიდით პროდუქციას“, – განაცხადა  ვლადიმერ პუტინმა შეხვედრისას, რომლიც თურქეთის პრეზიდენტთან გამართა.

მისივე ინფორმაციით,  თურქეთი რუსეთიდან გაზის მიწოდების ერთ-ერთ საიმედო მარშრუტად იქცა. „ევროპაში მიწოდება თურქული ნაკადის გავლით ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს”, – განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი თემები