,,უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე”- ალიევი

,,ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე,”- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევის თქმით, 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, რაც მისივე განმარტებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს.

,,აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია. ეს არის უზარმაზარი დარტყმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე. ამაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება,”- განაცხადა ალიევმა.

მსგავსი თემები