,,ამ თვითმარქვიებს ჩვენს მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ: “გადაჯექით, გადაჯექით!”- რომან გოცირიძე ე.წ. ოთხეულზე

,,ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, კელი დეგნანის განცხადება ნიშნავს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, საუბრობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ოთხეულის ენით.

„ამერიკის ელჩი როცა ამბობს, რომ ამ ოთხეულის პოზიციით ვაშინგტონში დაინტერესდნენო, ვინაა ვაშინგტონში მისი პირდაპირი უფროსი? – სახელმწიფო მდივანი. ფაქტობრივად ელჩი ამბობს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, არის თუ არა ეს ვითომ განდგომილები და „ქართული ოცნება“ ერთი და იმავე. უფრო შორს თუ წავალთ, ამათი ენით ღაღადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. იქამდე მიჰყავთ საქმე, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ესენი „გამოიმუშავებენ“ სანქციებს. ეს ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. უნდა ავუკრძალოთ ჩვენ მხარეს ჯდომა ამ თვითმარქვიებს – გადაჯექით, გადაჯექით მეორე მხარეს! ასეთი ლოზუნგი უნდა დავახვედროთ სამშაბათს, როცა მოვლენ სხდომაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

მსგავსი თემები