“ზაქარია ქუცნაშვილის დედა პოლიტიკური მოტივით გააგდეთ სკოლიდან, საუბრის მორალური უფლებაც არ გაქვთ“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ მათ, უფლება არ აქვთ, ბრალდებები წამოაყენონ, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობისას აკეთებდნენ. თალაკვაძემ ეს განცხადება განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით უსმენდნენ.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ხალხი, რომელიც კანონის შექმნასა და დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები, თავს უფლებას ვაძლევდეთ, ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.


არჩილ თალაკვაძემ ია კერზაიას ოჯახსა და ნათესავებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ოპოზიციის წევრებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.


„ამ საკითხზე მორალური საუბრის უფლება დეპუტატებს შორის ოპოზიციიდან, აქვს გამონაკლის რამდენიმე ადამიანს. დანარჩენებს არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ამ საკითხზე ილაპარაკოთ. უფლება იმიტომ არ გაქვთ, რომ არ გახსოვთ, არც ბოდიში მოგიხდიათ, არც კომიტეტის ჩატარება მოგითხოვიათ არასოდეს, იმ შემთხვევებზე, რომ თქვენი კოლეგის, ზაქარია ქუცნაშვილის დედაც ზუსტად თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, სკოლიდან გააგდეთ პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს წინ ერთი კვირით ადრე შეცვალეთ კანონმდებლობა, იმიტომ, რომ გჭირდებოდათ ამ ადამიანის წინააღმდეგ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები