,,კვლევებს ოპოზიციაც ატარებს და ამ კვლევებით რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს”- გია ვოლსი

„კვლევებს ჩვენც ვატარებთ. კვლევებს ოპოზიციაც ატარებს და ამ კვლევებით რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს. გამომდინარე აქედან, მათი გზა არის რევოლუცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არ აქვს.

,,წლები გავიდა და ყოველგვარი კვლევის გარეშე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ – საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არა აქვს. სწორედ ამიტომ აუცილებელი არ არის ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. ეს არის რეალობა! გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან ოდესმე ვინმეს ან ვინმეს ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გამოკითხვაში თუ აქვს მონაწილეობა მიღებული. ასეთი კი არ ჩანს. ეს იმას არ ნიშნავს NDI ხალხს არ ეკითხება, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, რომელიც ზუსტად აღწერს საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში. საგანგებო მნიშვნელობის არის სოციალური პრობლემები და ამ პრობლემებს ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხე წამოეწია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები