,,ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილება იმის გამოა, რომ ვერ შეძლეს ხელისუფლების ცვლილება”- ბადრი ჯაფარიძე

,,ოპოზიციური პარტიების მიმართ არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომლის მიმართაც დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში,”- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  NDI-ის კვლევის შედეგების, იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილებაა.

ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა იმითაა გამოწვეული, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ხელისუფლება.

„პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმით. ვითარება ძალიან მძიმეა. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. მე ასეთი შეფასება ბოლო წლებში არ მახსენდება. ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ მართავს ქვეყანას იმ მოლოდინების შესაბამისად, რომელიც საზოგადოებას აქვს, ანუ ცუდად მართავს. ოპოზიციისგან ელოდებიან ამ ხელისუფლების ცვლილებას. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების მიმართ არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომლის მიმართაც დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში. პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა იმითაა გამოწვეული, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ მოსწონს. ესაა უკმაყოფილების მიზეზი. ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, რათა ნდობა დაიბრუნოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები