ჩინეთში ცათამბჯენი დაიწვა

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ცათამბჯენში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მათივე ინფორმაციით,  რამდენიმე ათეული სართული  იწვის.

შენობაში სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, China Telecom-ის ოფისია განთავსებული.

„მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობისა და შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დაიწყეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები