გამოკითხვით, მოსახლეობას გაცილებით დაბალი შემოსავალი აქვს, ვიდრე 5 წლის უკან

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევით, გამოკითხული მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესებულია.

გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა ცუდია; 38%-ის აზრით, საშუალო და მხოლოდ 4%-ის აზრით – კარგი.

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის თქმით, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.

კითხვაზე: 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები გაქვთ, პასუხები შემდეგია:

45% – „ნაკლები“;

34% – „იგივე“;

20% – „მეტი“.

 

მსგავსი თემები