კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს, ნატოში – 69%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.

კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს?- პასუხები ასე გადანაწილდა:

  • პროდასავლური – 47%;
  • პროდასავლური, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან – 31%;
  • პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან – 7%;
  • პრორუსუსლი – 2%;
  • არ ვიცი – 12%;

გამოკითხულთა 65%  მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? შედეგები ასეთია:

  • მისაღებია – 75%;
  • მიუღებელია – 14%;
  • არ ვიცი – 10%;

NDI-ს კვლევით, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი?პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მისაღებია – 69%;
  • მიუღებელია – 16%;
  • არ ვიცი – 14%;

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ყველაზე მეტად რუსეთი  და ოკუპირებული ტერიტორიები  უშლის ხელს.

მსგავსი თემები