„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – როგორის გამოკითხვის შედეგები?!

გამოკითხულთა უმეტესობას პოლიტიკური პოზიცია არ გააჩნია და გაურკვევლობაშია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13% სხვა პარტიებს; 54%-მა კი არ იცის.

აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

 

მსგავსი თემები