,,ბატონი ბიძინა გოგაშვილს არ იცნობდა – რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, მეც არაფერს მავალებდა” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილი ბრალდებებს პასუხობს და მას აბსურდულს უწოდებს. გომელაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სოსო გოგაშვილს არ იცნობდა, შესაბამისად ვერაფერს დაავალებდა.

,,განცხადება, რაც ბატონმა სოსო გოგაშვილმა გააკეთა, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და აბსურდია. ბატონი ბიძინა მას ვერაფერს ვერ დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა მაგ დროს. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ დროს და რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, ან რა უნდა დაევალებინა. მეც არაფერს მავალებდა,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, უკანონო მოსმენები საერთოდ არ ხორციელდება.

,,უკანონო მოსმენები, საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება. კანონთ რაც არის, ეს არის არამარტო კრებსები, აუდიომოსმენა, აქ არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს ოპერატიულ აგენტს. ეს რომ დავჯდეთ და სუს-ს უფროსმა ეს იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა. მტკიცებულებები თუ აქვს გამოიტანოს და დადოს,”- აღნიშნა  ვახტანგ გომელაურმა.

,,ივანიშვილმა ამ ბინძურ საქმეში ჩაგვრთო და გაგვსვარა ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული”- სოსო გოგაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები