ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სესხი რუსეთის შეჭრით გამოწვეული მწვავე ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.
„უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის შეჭრის გამო; გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.