,,ჰოდა, არაკაცის არაკაცო!”- ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და მას “არაკაცის არაკაცოს” უწოდებს. მელიას თქმით, უსაშველოდ დიდია მათი მორალური უპირატესობა.

,,კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ. კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა – მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.

ჰოდა, არაკაცის არაკაცო!

უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ”, – წერს ნიკა მელია.

,,ნიკა მელია არის კაცის კაცი, ყველაფერი რაც უ-ზე იწყება”- ირაკლი კობახიძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები