,,ნიკა მელია არის კაცის კაცი, ყველაფერი რაც უ-ზე იწყება”- ირაკლი კობახიძე

,,თვეების განმავლობაში ვიყენებდით ტერმინ უსამშობლოს და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. კაცობის დეფიციტს აჩვენებს ისიც, როცა შენ, შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და სხვისი ტერმინი გინდა შეატრიალო. ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მელია არც ღირსების მატარებელია და არც სამშობლოს მოყვარული.

,,რაც შეეხება თვითონ ნაცმოძრაობას და კონკრეტულად მის ფორმალურ თავმჯდომარეს, რომელიც არის კაცის კაცი, ის არის არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი მანაც ძალიან კარგად იცის, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს, ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და მის პოლიტიკურ პარტიას,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა: ,კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის – უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი – საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა, რომ გაიგოს”.

მსგავსი თემები