საქართველოში ექვს თვეში 20 195 ბავშვი დაიბადა – 26 681 ადამიანი კი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი.

მათივე ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა (480).

მსგავსი თემები