ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ლაიენი  უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

მისივე თქმით, შეხვედრების დროს განიხილავენ ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოების საკითხებს.

„ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტი კიევში. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.

მსგავსი თემები