რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 384 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 384 ბავშვი დაიღუპა,  1 134-ზე მეტი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 393, ხარკოვის ოლქში – 210, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 72, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 46, ლასტროვის ოლქში – 45.

აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

მსგავსი თემები