,,ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია. მისივე თქმით, მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი.

,,დღეისათვის ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი დეოკუპირებულია, ეს იყო ჩვენი ჯარისკაცების უპრეცედენტო მოძრაობა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც შეუძლებლად მიიჩნია. ჩვენი მხოლოდ აქტიური ოპერაციების პირველ დღეს ჩვენი ჯარები 19 კმ დაწინაურდნენ. ხუთი დღის შემდეგ 110 კილომეტრი ბრძოლებით დაიფარა. მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი. ამ ტერიტორიაზე დარჩენილი 150 000 უკრაინელი ახლა ისევ გრძნობს, რომ ჩვეულებრივი, უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრებაა. რუსეთის არმია ხარკოვის მხარეში ხუთ თვეზე მეტი იმყოფებოდა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები