,,20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის ყველა მიმართულებით შეწყდა”- სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, არამ ტოროსიანის ინფორმაციით, გუშინ საღამოს 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის შეწყდა ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, რაიმე ინციდენტები  ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

„ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სომხური დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, აბსოლუტური სიყალბეა. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მსგავსი ამბების გავრცელებისგან და იხელმძღვანელოთ ოფიციალური ახალი ამბებით“,- განაცხადა არამ ტოროსიანმა.

მსგავსი თემები