„პარლამენტი ნარკოპოლიტიკაზე მუშაობას ივნისის ბოლოს დაასრულებს“ – ირაკლი კობახიძე

 

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვაობის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახალ კანონს პარლამენტი ივნისის ბოლოსთვის მიიღებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პოზიციების შეჯერება შესაძლებელია.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მართალია, უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა არსებობს რესურსი, რომ პოზიციები შეჯერდეს“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი კანონპროექტს ორ კვირაში მოამზადებს და ის ინიცირებისთვის მზად იქნება: „ჩვენ გვინდა, რომ კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში მოვამზადოთ და მისი ინიცირება მოვახდინოთ. ივნისის ბოლომდე კი კანონპროექტის მიღებას მოვახერხებთ. მთავარი ამოცანაა ნარკოტიკების მოხმარების შემცირება და ჰუმანური პოლიტიკა“.

რაც შეეხება მარიხუანას შესაძლო ლეგალიზებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს საკითხიც ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, ყველა საკითხს მსჯელობა სჭირდება და ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება დღეს სწორი არ იქნება.

მსგავსი თემები