რუსული ბანკებიდან საქართველოში 1.6 მილიარდი ლარის ტრანზაქცია განხორციელდა

რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებებისა და რუსეთის დასანქცირების შემდეგ, საქართველოში ბანკებში დეპოზიტი 34 000-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოიტანა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, რუსული ბანკებიდან, მხოლოდ ერთ თვეში, ივლისში, საქართველოს ბანკებში 1.6 მილიარდი ლარი შევიდა. რაც შეეხება გამავალ ტრანზაქციას, მისი მოცულობა 346 მილიონი ლარია.

საქართველოში, საბანკო ანგარიში 39 000-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა

მსგავსი თემები