საქართველოში, საბანკო ანგარიში 39 000-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისა და რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება მზარდია. ვინც ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანად რჩება, საბანკო ანგარიშიც გადმოაქვს.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე, ქართულ ბანკებში ანგარიში 39 000-მა რუსეთის მოქალაქემ გახსნა. ყველაზე მზარდი მაჩვენებელი კი აპრილ-მაისში დაფიქსირდა.

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საბანკო ანგარიშის გახსნის მაჩვენებელი თვეების მიხედვით კი შემდეგია:

· 24.02.2022 – 24.03.2022 – 7,875 მოქალაქე;
• 24.03.2022 – 01.05.2022 – 10,078 მოქალაქე;
• 01.05.2022 – 31.05.2022 – 6,647 მოქალაქე;
• 01.06.2022 – 30.06.2023 – 7,374 მოქალაქე;
• 01.07.2022 – 31.07.2022 – 6,985 მოქალაქე.

სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე აქვეყნებს.

მსგავსი თემები