„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

,,ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში სამი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ, კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარედ, ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე წარედგინება.

„დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციის წარმომადგენლებისგან კანდიდატურები, ამიტომ გთავაზობთ გუნდის გადაწყვეტილებას. ჩემი ხელმოწერით საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე. წარმატებებს ვუსურვებ სამივე მათგანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არჩევის შესახებ, რომელიც შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მსგავსი თემები