,,ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე  სერიოზულად“- დენის გონჩარი

„საქართველოს „არსებითი დახმარების“ მხარდამჭერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ გავითვალისწინებთ თბილისისა და ნატოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფუნდამენტურ მომენტებს ყველაზე  სერიოზულად“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ხედავს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმდინარე კურსს და მის თანმხლებ აქტივობას.

„მოსკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორკვირიანი მრავალეროვნული მანევრების Noble Partner 2022 ფარგლებში, ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადატანა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით მოხდა”- განაცხადა დენის გონჩარმა.

მანვე დასძინა, რომ ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებისა და მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში, არამედ სერიოზული საფრთხეა სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიაში.

მსგავსი თემები