,,ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა”- ბასილაშვილის ადვოკატი

,,ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დოროყაშვილს მხოლოდ საკუთარ პიარი აინტერესებს და  არ ითვალისწინებს მისი შვილის და შვილის მამის ინტერესებს.

„ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული. ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნული სხდომები ყოფილიყო საჯარო. აქედან ცალსახად ჩანს, რომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს არ აინტერესებს მისი შვილის და შვილის მამის ინტერესი და მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი და პიარი. 20 ჩოგნით სავსე ჩანთა რომ მოხვედროდა ნელი დოროყაშვილს, მას ექნებოდა მძმე მოტეხილობები. ნიკოლოზი თუ გადაწყვეტს სასამართლოსთის ჩვენების მიცემას, რა თქმა უნდა ის იქნება დახურული,”- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მსგავსი თემები