,,რუსი სამხედროები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ჩიპებს ხსნიან სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,რუსი სამხედროები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან ჩიპებს ხსნიან აღჭურვილობის შესაკეთებლად,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და გააძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„ევროპის სოლიდარობა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ევროპა უკრაინის მხარეს დადგა იარაღით, ფულით, ლტოლვილების დახმარებითა და მსოფლიოში ყველაზე დიდი სანქციებით. თითქმის 1 000-მა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი, ავტომობილების წარმოება 75 პროცენტით დაეცა. „აეროფლოტის“ თვითმფრინავები მიწაზეა, რადგან არ არის სათადარიგო ნაწილები. რუსი სამხედროები ახლა იღებენ ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად, რადგან ისინი თვითონ არ ამზადებენ მათ. სწორედ კრემლმა დააყენა ეკონომიკა განადგურების გზაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცედ და არ ვეცდებით ვინმეს დაკმაყოფილებას“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები